განცხადებები

«შეიძლება გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს“-სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზე გააკეთ:

«ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა და ეს იყო მისი უშუალო პასუხისმგებლობა და საგარეო საქმეთა მინისტრს აკისრია, სწორედ, ის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად იმუშაოს, რომ შეამციროს საგარეო საფრთხეები და გაატაროს ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც, მინიმუმ, პრევენტიულად მოახდენს ამ საფრთხეების თავიდან აცილებას. მეორეს მხრივ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გახლდათ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც სწორედ მისი საქმიანობის, მისი აქტიური მოქმედებებით, მოხდა რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანა. ასე რომ, თუ ჩვენ ვმსჯელობთ და ამ მსჯელობაში მოგყვებით, მაშინ ძალიან კარგად ხედავთ, ერთ მხარეს და მეორე მხარეს, აქ ითქვა და არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ დიახ, თქვენ ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ, როცა გვესაუბრებით პროდასავლურ ორიენტაციაზე და თქვენი კანდიდატი, წლების მანძილზე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში იყო მაშინდელ კგბ-ს საქმიანობასთან და ახლა დემოკრატიულ საქართველოში რომ არ ვცხოვრობდეთ და საბჭოთა კავშირი იყოს, შეიძლება, ბატონი გრიგოლ ვაშაძე არა პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, არამედ ის, ჩვეულებრივად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ბოლომდე ვიბრძოლებ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად-ელენე ყურაშვილი

ჩატარდა გვამის გარეგანი და შინაგანი დათვალიერება, ექსპერტიზა

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერმა განცხადება გაავრცელა

დატოვე კომენტარი