„შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. მადლობა დანიელსონს, ევროკავშირს, აშშ-ს სამუშაოებისთვის. წინ, საქართველო. ყველა მხარეს აქვს შანსი, აჩვენოს, რომ დისკუსიებმა, პასუხისმგებლობის გრძნობამ, გამბედაობამ შეიძლება ხელი შეუწყოს მძიმე უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის კონსოლიდაციას. მსოფლიოსთვის ეს დიდი გაკვეთილი იქნება“, — წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი. ასე გამოეხმაურასაფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ევროკავშირის მედიაციით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს.
The last steps before a deal are the hardest. Thanks @DanielssonEU 🇪🇺🇺🇸 for all the work. Go 🇬🇪! All sides have a chance to show that discussions, sense of responsblty + courage can help address strong disagreements and consolidate democracy. In today’s🌍, it wld be a big lesson
— Diégo Colas (@ColasDiego) March 16, 2021