შეზღუდვები მედიას – პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

0
76

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ამ წუთებში იხილავს კანონპროექტს, რომელიც მიზნად “ქართული ოცნების” მიერ ძალაუფლების ყველა ფლანგზე ტოტალური კონტროლის დაწესებას ისახავს. დეპუტატები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

მიზანშია მედია – კერძოდ, ჟურნალისტებს ცვლილების ავტორები ავალდებულებენ წყაროს გამხელას, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მედიის საქმიანობის ხელშეუხებელი ფუნდამენტია.

ასევე, საარჩევნო კანონმდებლობში კონკრეტდება, ვინ არ შეიძლება იყოს მედიის წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც შესაბამისს ჩამონათვალს ადგენს.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ