შეერთებულმა შტატებმა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ირღვევა რელიგიის თავისუფლების უფლება

0
401

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი კვლავ შეიტანა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ირღვევა რელიგიის თავისუფლების უფლება.

სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომორის კუნძულები, რუსეთი და უზბეკეთი მოთავსებულ იქნა Special Watch List ნუსხაში ​​(SWL, სპეციალური მეთვალყურეობის სია), რომელიც მოიცავს ქვეყნებს, სადაც რელიგიური თავისუფლების სერიოზული დარღვევებია დაშვებული. ამ სიას დაემატა კუბა, ნიკარაგუა, ნიგერია და სუდანი.

მიანმა, ჩინეთი, ერითრეა, ირანი, ჩრდ. კორეა, პაკისტანი, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი რჩება იმ ქვეყნების სპეციალურ ჩამონათვალში, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტს ყველაზე მეტად აწუხებს რელიგიური თავისუფლების შეზღუდვებთან დაკავშირებით.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ