მსოფლიოში

შეერთებულმა შტატებმა «მაიმუნის ყვავილის» ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ს ადმინისტრაციამ გამოაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა «მაიმუნის ყვავილის» გავრცელების გამო.

„ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ახალი ნაბიჯები ამ ვირუსთან საბრძოლველად და მოვუწოდებთ თითოეულ ამერიკელს, სერიოზულად მოეკიდოს ამას, რათა დაგვეხმაროს ამ ვირუსთან ბრძოლაში“, — განაცხადა აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მდივანმა ხავიერ ბესერამ.

ამ გადაწყვეტილებით მთავრობა შეძლებს დამატებითი დაფინანსების გამოყენებას ვაქცინებისა და მედიკამენტების დისტრიბუციის გასაუმჯობესებლად.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში მაიმუნის ყვავილით დაავადებული დაახლოებით 6,6 ათასი პაციენტია რეგისტრირებული. ვირუსი ყველაზე მეტად კალიფორნიასა და ნიუ-იორკში ვრცელდება.

Loading…

მსგავსი პოსტები

ვინ გამოავლინა გამარჯვებულად ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებმა?

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა

იულია ნავალნაიას შეგნებული და დრამატული ნაბიჯი მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში

დატოვე კომენტარი