განცხადებები

შედის თუ არა «ნაციონალური მოძრაობა»  პარლამენტში?!-ნიკა მელიას პასუხი

შედის თუ არა «ნაციონალური მოძრაობა»  პარლამენტში?!-კითხვაზე უკრაინიდან დაბრუნებული პარტიის  თავმჯდომარე ნიკა მელია  ჟურნალისტებთან პასუხობს. ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ : «ახლა არა, ათ დღეში გეტყვით, დაახლოებით»

«დღიდან გათავისუფლებისა ვთქვი, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, მეგობრებთან ერთად, არ ვიჩქარე. პატივისცემის ღირსია ყველა ჯგუფი, ბლოკი, „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში ვინც არის გაერთიანებული. სამი თვე არ მქონია მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს რომ გამეკეთებინა არაგამართლებული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელებასა თუ არგაგრძელებასთან დაკავშირებით. მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი ამისთვის გამოვიყენე. ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები…

«ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ბევრი ადამიანი გარშემო მუშობს იმისთვის, რომ ეს ასე არ იყოს. ყოფილა და იქნება საკითხები, სადაც აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით, რადგან არის საღი აზრი და როდესაც საღი აზრის ფარგლებში ვართ მოქცეული, იქ შეუძლებელია, არ მიიღო რაციონალური გადაწყვეტილება.

ადამიანი არ მინახავს ორწელიწად-ნახევარია. როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, მას ამის შესაძლებლობა არ ეძლევა, ავიღე ბილეთი და ვისაუბრეთ ორი დღის განმავლობაში. ამ ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება და ის ჩასაფრებული ბევრი ადამიანი, შიგნით თუ გარეთ, არ მგონია ნასიამოვნები დარჩეს იმით, რომ ჩვენ შორის იქნება ურთიერთგაგება და არ იქნება, ის რაც მათ სურთ. სურთ, კონფლიქტი ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის და ეს არ იქნება. პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა იყოს ერთობა განსხვავებულ პოზიციებზე მყოფ ჯგუფებს შორის და ეს მეამაყება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ასეთი პოზიციები და პოზიციების შეჯერება ხდება. ამიტომ, ამ ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ»- განაცხადა მელიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ნაციონალურ მოძრაობას» ჰქონდა განზრახვა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა-სოფო კილაძე

«რა თქმა უნდა, ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს…ჩვენ გვყავს გადასარჩენი საქართველო…საქართველო აუცილებლად დადგება ფეხზე!»-მიხეილ სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

«თუ ჩვენ ბოდიშს ვუხდით ადამიანს, ვისმა ჯარისკაცებმაც დევნილ ქალს აფხაზეთიდან შვილის თვალი გადააყლაპეს, რომლის ჯარისკაცებიც ცოცხლად მარხავდნენ  ქართველ ორსულ ქალებს…თუ ჩვენ ამ კაცს ვუხდით ბოდიშს, ამიხსენით რატომ არ მივალთ იქამდე რომ საქართველოს ეს მთავრობა არ დაამთარებს ორივე ტერიტორიის აღიარებით…»-ნიკა გვარამია (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი