Droni.ge-ს ინფორმაციით, მათი სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ივანიშვილსა და ბოკერიას შორის რიკოთზე შედგა შეხვედრა, თუმცა კონკრეტულად რაზე მოილაპარაკეს ჯერჯერობით უცნობია. შეხვედრის ფაქტს კი ბოკერია კატეგორიულად უარყოფს.
წყაროს ინფორმაციით მათი შეხვედრა საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.
ასევე წყარო ვერ ამტკიცებს იმას, რომ სწორედ ეს შეხვედრა გახდა მიზეზი ბოკერიას უეცარი ფერისცვალებისა.
«ჩვენ, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გიგა ბოკერიას სმს შეტყობინება გავუგზავნეთ და ვკითხეთ, შეხვდა თუ არა, ის ბიძინა ივანიშვილს და როდის ნახა ბოლოს…
“ივანიშვილს და სააკაშვილს რეგულარულად ვიბარებ და ვაძლევ ინსტრუქციებს.
ბოლოს გუშინწინ იყო ჩვენი ფრაქციის ოთახში. როგორი აბსურდული კითხვაც იყო, ისეთი პასუხი გაგეცით”, — მოგვწერა მან, » — წერს Droni.ge.