ათენში სავარაუდოდ წამებით გარდაცვლილი 24 წლის სოფო წიკლაური დმანისის რაიონის სოფელ განახლებაში ცხოვრობდა ის ათენში 4 წლის წავიდა და მას 2 თვის ჩვილი დარჩა.
გარდაცვლილის ბაბუა ავთო წიკლაური აღნიშნულთან დაკავშირებით «კურიერთან» საუბრისას აღნიშნავს:
„ნახეს, კარები დაკეტილია, ვერ ხსნიან კარებს, ადგნენ და შეანგრიეს კარი მეზობლებმა, შევიდნენ და ნახეს სიტუაცია, იატაკზე გდია ბავშვი მკვდარი, შვილი კიდევ ლოგინშია, სძინავს იმას, ფაქტობრივად, გათიშული ჰყავდა… არავინ არ ვიცით, იქ რა მოხდა, რატომ აწამეს. თუ ვინმეს ჯავრი ჰქონდა იმის მეუღლის რამე, შეიძლება ამის გამო იყარეს, რომ ის დაკავებული იყო. იმის ამხანაგები, ძმაკაცები ხომ ჰყავდა იმ ბიჭს იქ, შეიძლება ვინმესთან რამე ჰქონდა, უცხო არ იქნებოდა, უცხო იმ სახლს ვერ მიაგნებდა, ის არის ვინც იცოდა სად ცხოვრობდა, სოფო მარტო იყო თუ არ იყო მარტო, ეს იცოდა იმან,“ — განაცხადა ავთო წიკლაურმა.