კრიმინალი

შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს მობილურში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჰქონდა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულის გამო, 2020 წლის 09 ივლისს, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები

გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ეძებენ, რა ინფორმაცია მიაწოდა იაგო ნებიერიძემ?

ზურაბ ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა

დატოვე კომენტარი