«შარლი ებდოს» ტერაქტზე.14 ბრალდებული დამნაშავედ სცნეს

0
298

2015 წელს პარიზში მომხდარი ტერაქტის საქმეზე სასამართლომ 14 ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

ბრალდებულებს ბრალი ედებოდათ დანაშაულებრივ ქსელში წევრობასა და ტერაქტში თანამონაწილეობაში.

სასამართლომ ალი რიზა პოლას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი ედებოდა ტერორისტულ დანაშაულში თანამონაწილეობაში.

30 წლით თავისუფლების აღკვეთა ასევე მიესაჯა ერთ-ერთი ტერორისტის მეუღლეს, ჰაიათ ბუმედიენს. მას ბრალი ედებოდა დანაშაულებრივ ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობასა და ტერორიზმის დაფინანსებაში. მედიის ინფორმაციით, ჰაიათ ბუმედიენი 2015 წელს სირიაში გაიაქცა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ