შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ გამოავლინეს ტროლ-ბოტები, რომლებიც ქართული ოცნების წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ

0
193

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ გამოავლინეს ტროლ-ბოტები, რომლებიც ქართული ოცნების წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ.

პაპუაშვილის თქმით, გამოვლინდა არაავთენტური ქცევის მქონე 150 გვერდი, რომელიც იყენებს ზიზღის ენას და ავრცელებს დეზინფორმაციას მმართველი პარტიის შესახებ.

ოცნების წევრი ამბობს, ამ გვერდების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ ადმინისტრაციას გაეგზავნება, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

პაპუაშვილის თქმით, სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა.

ასეთ ანგარიშებს შორის გაიუს მარიუს ობობა და ადამ არშანიაც მოხვდნენ.

გაიუს მარიუს ობობა ტროლი არ არის, ის რეალური ადამიანია.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ