“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრესკონფერენციაზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს და საგანგებო სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
„მივმართავთ გაეროს უშიშროების საბჭოს, საგანგებო სხდომაზე განიხილოს, ალიევის რეჟიმის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და ოკუპაცია, გაატაროს უმკაცრესი სანქციები ალიევისა და მისი კორუმპირებული მინისტრების წინააღმდეგ, რომლებიც ებრძვიან ყველაფერთან ერთად ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების ძმობას და ამასთანავე, შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკებები საზღვრების დელიმიტაციაზე, სანამ დღის წესრიგში არ შევა საინგილოს პრობლემა, რომელიც 1920-იან წლებში ბოლშევიკების მიერ უკანონოდ გადაეცა აზერბაიჯანს და სადაც დღემდე გრძელდება ქართველი მოსახლეობის ეთნო, კულტურული, სოციალური გენოციდი და დისკრიმინაცია,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
