სხვადასხვა

შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემი USNS Yuma T-EPF-8 შემოვიდა

14 სექტემბერს, წელს უკვე მესამედ, ბოსფორის სრუტის გავლით, შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის სამხედრო გემი USNS Yuma T-EPF-8 შემოვიდა.

„Yuma სწრაფმავალი საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდია, რომლის დანიშნულებაც ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკისა და მომარაგების სწრაფი გადატანაა.

გემს შეიარაღებაში აქვს 4 მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი M2, აგრეთვე მის გემბაზე ვერტმფრენის დასაფრენი მოედანია განთავსებული.

როგორც ცნობილია, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აშშ და NATO შავი ზღვის აუზის გაძლიერებულ მონიტორინგს ახორციელებენ.

პრაიმტაიმი

Loading…

მსგავსი პოსტები

როგორ შევქმნათ საუკეთესო ვებსაიტი მარტივად?

Joni Kvaracxelia

ვიზ ეარი საქართველოში ფრენებს აუქმებს

უბედური შემთხვევა თბილისში

დატოვე კომენტარი