«შაბათის კურიერი» ზუგდიდის მერზე ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებდა, სადაც ჩანდა რომ ლაშა გოგია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა.
«კურიერის» ხელთ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი ზუგდიდის მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას ითხოვს.
ჩანაწერში თავად ლაშა გოგიაც თანხის აღებას არ უარყოფს.
გთავაზობთ «შაბათის კურიერის»მიერ დამზადებულ ჩანაწერის ნაწყვეტს:
«კვირკვია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ… გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის… ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ…
გოგია: ვინ აიღო ფული?
კვირკვია: მომისმინე, 10 ათასი დოლარი გულორდავას მივეცი კონვერტით. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ. მომისმინე 11:00 საათზე გადავრიცხე ბანკით.
გოგია: ვის მიეცი?
კვირკვია: გულორდავას გადავურიცხე. ის შენი მოადგილეა. მან მითხრა. მომისმინე. მე უკვე ვთქვი. მომისმინე, იცი რა მითხრა, თქვენ რომ იცოდეთ, მე ვირთხა არ ვარო, ფული მაშინვე მივეციო. შენზე თქვა. ეს პირად საუბარში მითხრა.
გოგია: რატომ არ დაინტერესდი?
კვირკვია: არ დავინტერესდი, ის ხომ შენი მოადგილეა, ჩემი ხომ არ არის ?
გოგია: რატომ მიყვირი?
კვირკვია: იმიტომ რომ ნერვები აღარ მაქვს.
გოგია: დამშვიდდი.
კვირკვია: როგორ უნდა დავმშვიდდე. 4 თვეა მარბენინებთ და ომი გამამართინეთ და ამასთან ერთად ფულის დარიგება წინასწარ მაიძულეთ. როგორ უნდა დავმშვიდდე?» — «შაბათის კურიერის» ჩანაწერი