განცხადებები

«ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში“-კახა კალაძე «რუსთავი 2-ს» ემუქრება

თბილისის მერი  კახა კალაძე ტელეკომპანია  ”რუსთავი 2-ს“ ემუქრება. ამჯერად ის  ”კურიერში” გასულ იმ  სიუჟეტს გამოეხმურა, რომელიც საბავშვო ბაღებში კვების ტენდერებს შეეხებოდა.

„მინდა, შევეხო ისევ და ისევ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ სიცრუეებს. გაკეთდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ, თითქოს, 61 ათასი ბაღის აღსაზრდელი დარჩა საკვების გარეშე. აი სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია. საახალწლოს ღონისძიებებზე, თითქოს, დედაქალაქის მერია სცენის მოწყობაში ხარჯავს 2 მილიონ ლარს. რომ დავაჯამოთ ეს ციფრები, დაახლოებით, გამოდის 1 მილიონ 61 ათასი. ეს დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში,“- განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რა შემთხვევაში იმღერებს ბუბა კიკაბიძე მოსკოვში?-მომღერლის პოზიცია ცნობილია

Joni Kvaracxelia

«მიშა რომ შევარდა პარლამენტში 2003-ში, ხომ შეიცვალა ხელისუფლება და 20 ივნისსაც იგივეს ცდილობდნენო…ერთი რამ მინდა ცოტა ვრცლად განვმარტო»

«ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ…ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს?!»-ვატო წერეთელი

დატოვე კომენტარი