განცხადება/მიმართვა

 “ყ@#ზე დაიკიდე” -ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია-ირაკლი კობახიძე

დღეს საქართველოს პარლამენტში პლენარულმა სხდომამ დაპირისპირებითა და ხმაურით ჩაიარა.

გასაჯაროვდა პარლამენტის თავმჯდომარის  სავარაუდოდ უცენზურო სიტყვები “ყ..ზე დაიკიდე, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ, ამათ მივხედოთ მერე,”-ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილს ესაუბრება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა, მისი განცხადებით მას ამგვარი სიტყვები პარლამენტის სხდომაზე კი არა ცხოვრებაშიც არ უთქვამს.

„არის ტყუილი ინფორმაცია გავრცელებული, მსგავსი რამ მე არ მითქვამს. არის აბსოლუტური ტყუილი. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ თქვენ პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ტყუილი, რაც გავრცელდა, ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა, ამ ტელევიზიის დირექტორის ხელწერა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

რა წერილი გამოაგზავნა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან?

ჰელსინკის კომისია – უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი არის თავდასხმა ქვეყნის შესუსტებულ დემოკრატიაზე, თვითნებური საჩუქარი რუსეთისთვის

ვლადიმერ ზელენსკიმ ყირიმში მცხოვრებ უკრაინელებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსული სამხედრო ობიექტებისგან

დატოვე კომენტარი