ანალიტიკაპუბლიკაციები

ყვითელჟილეტიანების აქცია და რუსული ინტერესები

გადავხედოთ სამყაროს და ჩვენს თავს სამყაროში.
პრეზიდენტი სარკოზის პირველად გაპრეზიდენტებას წინ უძღოდა არეულობები საფრანგეთში. მაშინ სარკოზი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ამ არეულობების ჩახშობის «გმირს» გზა გაეხსნა პრეზიდენტის სავარძლისკენ.
სარკოზი ახლახანს სტუმრობდა მოსკოვს და ღიად თქვა პუტინი ჩემი მეგობარიაო. ამ ვიზიტის მერე საფრანგეთის მოვლენებმა მიიღო დამატებითი იმპულსი. დიდი მისახვედრი არ არის რატომაც.
პუტინი შურს იძიებს მაკრონზე.
მოსკოვისთვის სასარგებლო ტრამპის პროტექციონისტულმა პოლიტიკამ, ირანის და ჩინეთის დაბლოკვამ, ტრამპის მიერ ევროპის იძულებამ ძვირ ფასად ეყიდა ამერიკული ნავთობი, გააძვირა საწვავის ფასები ევროპაში, საფრანგეთისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული თემაა და საგრძნობლად გაუძვირდა ბენზინის ფასები.
სწორედ ეს ფაქტორი გახდა ყვითელჟილეტიანების მიერ მოწყობილი არეულობების მთავარი საბაბიც.
პუტინი მაკრონზე იძიებს შურს მისი ანტირუსული პოლიტიკის გამო და ზოგადად იმის გამო რომ დღევანდელი საფრანგეთი აღარ აღიარებს მოსკოვის გეოპოლიტიკურ ინტერესებს და პარიზი ლონდონსა და ბერლინთან ერთად აბრეშუმის გზის აღდგენაზე მუშაობს.
პუტინს გამოუვიდა სასურველი კანდიდატის გაყვანა ჩვენთან. გამოუვიდა უნგრეთში. სრული სერიოზულობით ემზადება რომ გამოუვიდეს უკრაინაში.
აბრეშუმის გზის აღდგენის შეფერხება მოსკოვს ჯერჯერობით გასდის სანამ ტრამპი ზის თეთრ სახლში. ოღონდ ამას დიდი დრო აღარ უწერია.
ტრამპის პოლიტიკური კარიერის რღვევა დაიწყება იანვრის თვიდან და ეს პროცესი მინიმუმ ერთი წელი გასტანს. ამ პერიოდში მოსკოვმა უნდა «მოასწროს» სამართლებრივად საქართველოს და უკრაინის დაქუცმაცება.
პრეზიდენტ ქალბატონს აკისრია «მისია» აღიაროს აფხაზეთის და ცხივალის დამოუკიდებლობა, უკრაინაში მოსკოვს მიზნად აქვს დონბასის აღიარება და აზოვის ზღვის მიტაცება.
ამ ყველაფერს ევროპა სულაც არ უყურებს გულზე ხელდაკრეფილი. აზოვის ზღვისკენ ნატო-ს ხომალდები დაიძრა. საქართველოს არჩევნების შედეგებზე ევროპას აქვს სერიოზული კრიტიკული პრეტენზიები. ეს პრეტენზიები იმდენად სამართლიანია რომ ვერც ტრამპის ადმინისტრაცია აუვლიდა გვერდს და სახდეპის განცხადებაც ამის დასტურია.
არც უკრანის დათმობას აპირებს ევროპა. მოკლედ ტრამპის პოლიტიკის შედეგად ევროპას ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა, ცალკე მოსკოვთან თავისთავად და ცალკე ტრამპის ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ პოლიტიკასთან.
იგივე მაკრონმა ევროპული არმიის შექმნა იმით დაასაბუთა რომ ევროპას სჭირდება თავდაცვა მოსკოვისგან და ამერიკისგანო. ასეთი მესიჯი ტრამპის პოლიტიკური განაჩენია.
მეტრამპეები ნუ შემიწუხდებით.
ამ სიტუაციაში როდესაც ქვეყნის დიდი ნაწილი არ აღიარებს ქალბატონი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას ეს საკმაოდ წონიანი არგუმენტია რომ მან ვერ შეძლოს მოსკოვის გეგმის ასრულება. გარდა ამისა ევროპელი პოლიტიკოსების ზეწოლაც გარდაუვალია ქართული ოცნების ხელისუფლებაზე და ქალბატონ პრეზიდენტზეც.
ოპოზიციას კი სერიოზული სამუშაო აქვს ჩასატარებელი, ბევრად მეტი მხარდამჭერი რომ მოიზიდოს თავის მხარეზე, არამარტო თავისი ტრადიციული მომხრეები, არამედ სწორედ ქართულ ოცნებას უნდა გამოაცალოს ელექტორატი. ამას კი რამდენად შეძლებს ნამდვილად არ ვიცი.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ის რაც ვირუსზე მეტად გვანადგურებს

Joni Kvaracxelia

იზოლირებული წერილები (რა იყო ეს ?!) — I ნაწილი

roma sajaia

«მოყვარეები მიშას დავით აღმაშენებელს ადარებენ, რაც მისი მტრების უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. შევადაროთ ემოციების გარეშე …»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი