განცხადებები

«ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში…»-სააკაშვილის ვიდეომიმართვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ  პროცესებს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა:

«პარლამენტში, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კრიზისი ჯერ კიდევ არ არის გადალახული და პირიქით დღითიდღე ღრმავდება, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. პირველ რიგში, იმისათვის, რომ მოხდეს მართლაც განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია.
ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა, რომელიც არის კანონიერი და ბოლომდე დასაბუთებული.
მეორე, უნდა შეწყდეს უამრავი ადამიანის პოლიტიკური დევნა. მაგალითად, ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმლაძის და უამრავი სხვა ადამიანის, რომელიც არის ამ დევნის ობიექტი არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის, არის საქართველოსთვის ძალიან თავდადებული და დამსახურებული ხალხი.
მესამე – მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგმელი, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში, ყველა შემთხვევაში დავუდგები ქართველ ხალხს გვერდზე. ეს უმძიმესი კრიზისი, როდესაც ყველას თვალი აქვს გაქცევაზე, როდესაც ყოველდღიურად უარესდება ეკონომიკური მაჩვენებლები და სიღარიბემ უკვე გადააჭარბა ყველანაირ საზღვარს, არის მოუთმენელი, მიუღებელი და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ პოლიტიკური დიალოგით დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ გამოვა.
მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა. ნუ ჩათვლით, რომ ვთქვათ, სააკაშვილი თუ ვერ ჩამოდის ქვეყანაში, ეს თქვენ სიტუაციას გიადვილებთ. არ აადვილებს, პირიქით, გვიძნელებს. მე მინდა თქვენთან ერთად გადავლახო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე. მე მინდა, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს, მე მინდა, რომ ევროკავშირის და სხვების შუამავლობის პროცესს რეალური შედეგები მოჰყვეს და ამას განგრძობადი ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა ყველამ გულწრფელად მოვინდომოთ სიტუაციის გამოსწორება და ამ ყველაფრის გადალახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი მაინც არ დადგება და ნამდვილად არ შედის ეს არავის ინტერესებში.»

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვფიცავ, რუსული ფული არასდროს ამიღია. არც დავით თარხან-მოურავს არ აუღია»-ირმა ინაშვილი

roma sajaia

«ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე…»-კობახიძე

roma sajaia

მოხარული ვარ, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. მე ვლოცულობ მისთვის-ბაიდენი

roma sajaia

დატოვე კომენტარი