კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხარ, არ ხარ, უნდა იყო თანასწორი, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ცოტა გაუგებარია, რომ იცით რა, თანხას არ გადავიხდი. არ მგონია, რომ მელიას მხარდამჭერებისთვის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის უმჯობესი იყოს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხის არგადახდის გამო იჯდეს ციხეში, ვიდრე იყოს გარეთ. ვინ რის გადახდას აპირებს, სიმართლე გითხრათ, ეგ არ ვიცი, ნიკა მელიასგან მოვისმინე. ცოტა ღიმილისმომგვრელი იქნება, გირაოს თანხა რომ არ გინდა გადაიხადო და ვიღაც სხვა გიხდის დაჟინებით“, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
Loading…