განცხადებები

«ყველა, ვინც ჩაგრავს ლურსმანს არჭობს ქრისტეს»-გიგი უგულავა

«ევროპული საქართველოს» ერთ-ერთი  ლიდერი გიგი უგულავა თბილისი პრაიდთან დაკავშირებით პორტალ «კვირასთან»  განცხადებას აკეთებს.

«საქართველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანს აქვს თვითგამოხატვის უფლება, არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს. მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ამ თემის მანიპულირების, ლგბტ თემის გარიყვის ჩვენი საზოგადოებიდან. ეს თემი არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენ უნდა მივიღოთ ისინი, როგორებიც არიან. არ უნდა მოხდეს მათი ჩაგვრა, წერტილი. ამას ამბობს კონსტიტუცია, ამას ამბობს ჯანსაღი და ნორმალური აზრი და ვისაც რაც არ უნდა არაპოპულარულად მოეჩვენოს, არ დავეძებ იმიტომ, რომ ჩაგვრა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრა და განსაკუთრებით ამ [სექსუალური ორიენტაციის] ნიშნით. ეს არის უსინდისობა და ყველა, ვინც ჩაგრავს, ლურსმანს არჭობს ქრისტეს იმიტომ, რომ ქრისტე მოვიდა ამ ქვეყანაზე ჩაგრულების მხარდასაჭერად და ვინც დაჩაგრავს, ის ლურსმანს აჭედებს ქრისტეს სხეულში. ეს კარგად გააცნობიეროს ყველა ურაპატრიოტმა, რომელიც აი, ამას ჩადის ხოლმე როგორც წესი.»-განაცხადა გიგი უგულავამ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

პაველ ჰერჩინსკი ირაკლი კობახიძეზე

დიდი შვიდეულის პრემიერმინისტრები მზად არიან რუსეთთან მიმართებაში მკაცრი კურსი შეინარჩუნონ

Joni Kvaracxelia

«ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე…»-კობახიძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი