«ყველა ვინც პოლიტიკაში მიდის უნდა გაიაროს აუცილებელი ფსიქოლოგიური ტესტი»-ადა მარშანია

0
1139

«პატრიოტთა ალიანსის» ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ   ვინც პოლიტიკაში მიდის  ყველამ, ფსიქოლოგიური ტესტი სავალდებულო წესით უნდა გაიაროს.

„ყველა იმ ადამიანმა, ვინც პოლიტიკაში მიდის და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გადაწყვიტა, უნდა გაიაროს აუცილებელი ფსიქოლოგიური ტესტი. პოლიტიკოსების ხელშია ნაწილობრივ მაინც ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ბედი. პარლამენტის თავმჯდომარეს მართვის უცნაური მანერა აქვს, მე როგორც ვხედავ. სამწუხაროდ და საუბედუროდ ბოლომდე არ აქვს გააზრებული იმ თანამდებობის მნიშვნელობა და ქცევის მანერა, რომელიც შეესაბამება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას“, — განაცხადა ადა მარშანიამ.

ფაქტები.ჯი

loading…


დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ