ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი გახარიას გუნდის მოთხოვნას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ეხებოდა.
“ვერანაირი აქციის ორგანიზატორი თუ აქციის მონაწილე პასუხისმგებლობას იმაზე ვერ აიღებს, რაც გახარიამ და მისმა რაზმებმა ჩაიდინეს და მომიტინგეებს თვალები დათხარეს. დათვის ტყვიები ესროლეს, უსასტიკესად გაუსწორდნენ და ეს ადამიანები თავიანთ ტრადიციულ სტილში ცდილობენ, რადგან მიშა სააკაშვილში ხედავენ ერთგვარ საფრთხეს, რადგან ყველა დნმ-ით ქოცი ხედავს მიხეილ სააკაშვილში საფრთხეს, იმიტომ, რომ მას აქვს ხედვა, იცის მომავალში საით უნდა წავიდეს საქართველო და მას აქვს შანსი და შესაძლებლობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების. აქედან გამომდინარე, ყველა ვინ არის მეორე მხარეს, ანუ “ოცნების” ძირითად ბირთვი ან მათი დანამატები, ყველა ებრძვის მიშა სააკაშვილს და ამის ნათელი მაგალითია გახარიას პარტიის განცხადება”-განაცხადა ცისკარიშვილმა.
