განცხადებებიპროტესტი

ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ — ზაალ უდუმაშვილი

მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია მეტეხთან შეკრებასა და იქ საერთო დეკლარაციის გაფორმებას გეგმავს. დღეს, 30 ნოემბერს ლელოს ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მედიას განუცხადა, რომ ამავე ღონისძიებაზე, პარლამენტში გასული ოპოზიციონერებიც დაწერენ განცხადებას მანდატების დატოვებაზე.

«ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს ქვეყანაში, შეიკრიბება მეტეხთან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს ამ დეკლარაციას. გარდა ამისა, დეპუტატები, რომლებიც ცესკოს მონაცემებით, გასული არიან პარლამენტში, ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ და პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია», — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველო როგორც სახელმწიფო უკვე აღარ არსებობს-სერგეი გავრილოვი

«რუსთავი2-ზე მე მოვყვები რა მსმენია და რა არის ფაქტი»-ზურა ჯაფარიძე

გერმანიის შს მინისტრისთვის გაუგებარია თუ რატომ ჭიანურდება არალეგალების დეპორტაცია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი