მსოფლიოში

ყველა გზა ჩაკეტილია! ლონდონში ლეპსი ვეღარ წავა…

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი, გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე) ლონდონში დარჩენას ვეღარ შეძლებს. რამდენიმე თვის განმავლობაში ბრიტანეთის საელჩო ამოწმებდა მომღერლის დოკუმენტებს. შედეგად მას ვიზაზე უარი ეთქვა.
ბუნებრივია, არტისტს გაუკვირდა, თუ რატომ აუკრძალეს საზღვრის გადაკვეთა. ის ხომ პოპულარული მომღერალია, მითუმეტეს, მის რეპერტუარში არის სიმღერა ლონდონზე.

ლეპსმა განაცხადა, რომ ტყუილად ხომ არ იმღერა სიმღერა ლონდონში გადასვლაზე. მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად გეგმავდა, მაგრამ შრომა წყალში ჩაეყარა. ყოველ შემთხვევაში, ის უახლოეს მომავალში ლონდონში ნამდვილად ვერ წავა.
მომღერალი ჩიოდა, რომ მას უარის მიზეზი არავინ აუხსნა. დოკუმენტების განხილვას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, ამიტომ არტისტს ვიზის მიღების იმედი ჰქონდა.

მუსიკოსმა აღიარა, რომ ამ ამბავმა იგი ძალიან გააღიზიანა, რადგან ინგლისში მასშტაბური კონცერტის მოწყობას გეგმავდა, ახლა კი ყველაფერი ჩაეშალა.

თუმცა სულელიც კი შეიძლება მიხვდეს, რატომ მიიღო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება. ეს იმის შედეგია, რომ გრიგორი ლეპსი მხარს უჭერს კრემლის პოლიტიკას და თავს იჩენს პატრიოტად.

იმისდა მიუხედავად, რომ ლეპსს ვიზაზე უარი ეთქვა, მისმა ქალიშვილმა მშვიდად გადაკვეთა საზღვარი. რადგან მას ვიზა აქვს.
სწორედ მომღერალს ჰქონდა პრობლემები დოკუმენტებთან დაკავშირებით. და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას კონცერტი ჩაეშალა. 2013 წელს მან იმავე მიზეზით ვერ შეძლო აშშ-ში გამოსვლა.
კომენტარებში ბევრი განსხვავებული აზრი დაფიქსირდა. ინტერნეტ მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ლეპსის შესრულებულმა სიმღერამ ლონდონზე დაკარგა აქტუალობა. მისმა მოწინააღმდეგეებმა კი განაცხადეს, რომ ლეპსი ზუსტად იმსახურებდა მოვლენების ასეთ განვითარებას. მათ ურჩიეს, წავიდეს  მაგადანში ან სოჭის ტავერნებში — იქ მას უვიზოდაც მიიღებენ.

მსგავსი პოსტები

ახალ ზელანდიაში არჩევნები გადაიდო

რაკეტები, კამიკაძე დრონები, უპილოტო წყალზედა აპარატები. რა იარაღს იყენებენ ჰუსიტები წითელ ზღვაში?

Joni Kvaracxelia

მარსელის პორტში 528 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს

დატოვე კომენტარი