განცხადება/მიმართვა

“ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ”-კალაძე

აშშ-ისგან მოსალოდნელ სანქციებს   დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა:

“წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ, რადგან აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ჩვენ ამას მივესალმებით. ამის შემდეგ კი მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაზეც მე პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ იქნებოდა პირდაპირი ფრენები, სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ. ამ კანონის აუცილებლობა არ იქნებოდა დღის წესრიგში. ჩვენ თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს ცალმხრივად ვერ მოხდება”- განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი პოსტები

ილონ მასკი ტრამპის კანონპროექტზე: „საზიზღარი ბოროტმოქმედებაა“

“ამ ბებერ მძორს და მისთანებს რომ პასუხი არ მოეთხოვათ, აგერ – შედეგიც!”- ცოტნე გამსახურდია

საქართველოში ამინდი გაუარესდება

დატოვე კომენტარი