«მთავარი არხის» გადაცემა post factum-ის გასულ სიუჟეტში თინა ხიდაშელის ცხოვრების უმძიმესი ისტორიაა ასახული, ის ამჟამად მძიმე სენს ებვრძვის…
თინა ხიდაშელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რომ ვირუსის მატარებელი იყო, როდესაც მისი ოჯახის ყველა წევრი დაავადდა. მისი ავადმყოფობა მსუბუქად და უსიმპტომოდ დაიწყო. ხიდაშელმა გონებაც დაკარდა და როცა გამოფხიზლდა უკვე კლინიკაში იწვა.
«როდესაც ბოლომდე უნდა განადგურდე და იქიდან თუ ამოხვედი არ ვიცი რა იქნება, სხვა სიცოცხლე იქნება. საავადმყოფოში კვლევის შედეგად გვითხრეს, რომ მე ვარ პირველი წყარო ამ ოჯახში, საბედნიეროდ ჩემგან წასული ვირუსი სიყვარულით წავიდა და ისინი მარტივად გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. მეოთხე დილას უკვე ადგომაც გამიჭირდა და ხელი მომკიდეს და ძალით გამიყვანეს სამზარეულოში, ამის მერე საავადმყოფოში ვიყავი. მახსოვს ლანდები კადრებად, აგონიაში ვიყავი მაღალი სიცხის შედეგად, ფილტვები იყო მთავარი პრობლემა თუ თუმცა ძალიან სწრაფად დაიწყო სხვა ორგანოების ჩათრევაც, რამაც დაამძიმა მდგომარეობაც, მკურნალობა ყველა ორგანოზე საჭირო გახდა.სახეზე «კოშინელის» დაავადება დამემართა თუ არ ვცდები…თმა არ ამომდის»-აღნიშნა თინა ხიდაშელმა გადაცემა Post Factum-ში