ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შუალედური არჩევნები პირველ ტურში დასრულდეს-კახა კალაძე

0
430

თბილისის მერმა და «ქართული ოცნების»  გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს  შუალედური არჩევნები პირველივე ტურში, რომ დასრულდეს.

«ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შუალედურ არჩევნებზე პირველივე ტურში იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა საზოგადოების მხრიდან, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს,»

«საპრობლემო არც ის არის, რომელიმე ოლქში მეორე ტური თუ გაიმართება, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ჩვენ ვართ ზუსტად ის მთავრობა და ხელისუფლება, ვინც ეს მაღალი, 50% -ანი ბარიერი შემოიტანა. გვქონდა ისეთი არჩევნები, სადაც იყო ბევრი მეორე ტური და ამ შემთხვევაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური იქნება»- განაცხადა თბილისის მერმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ