განცხადება/მიმართვა

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთ დესტრუქციულ ჯგუფებს აგრესიული მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ” – ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს რათა დესტრუქციულ ძალებს არ ჰქონდეთ საშუალება აგრესიული ქმედებების.

„საზოგადოების დაკვეთა სახელმწიფო სისტემის და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი საქმიანობაა. მათი დაკვეთაა ასევე ის, რომ მათი ინტერესებისთვის ვიმუშაოთ. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში შემოვდივართ, ვმუშაობთ და ვიმუშავებთ. ოპოზიციას საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს და შეუძლია, ეს განახორციელოს, მაგრამ როგორც კი, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებს გასცდება, სამართლებრივი რეაგირება მოხდება. საზოგადოება ამ ხალხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს უხდის. ფულს არ უხდიან რუსთაველის გამზირზე შეშის ტარებასა და ცეცხლის დანთებაში. იმ შეშის, ვითომ გასათბობად რომ მიჰქონდათ, რომელსაც რეალურად პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ და მათ ესვრიან. ხალხი მათ ფულს ამისთვის არ უხდის, ასეთი მეთოდები წარსულს ჩაბარდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთ დესტრუქციულ ჯგუფებს აგრესიული მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. პოლიციამ ცივილურად, დემოკრატიულად და კულტურულად იმოქმედა და ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ავტორი – თეონა მანაგაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სკანდალური წერილი ოთხი კონგრესმენის მიერ გიორგი გახარიას სახელზე

Joni Kvaracxelia

ჯოზეფ ბორელი – ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები… საქართველო კარგად მუშაობს…

Joni Kvaracxelia

“ნაბიჭვარი ნაცები, სულ მალე მოგიტ..ავთ დედას…სისხლი დაიღვრება”-“ქართული ოცნების” წევრი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ემუქრება

დატოვე კომენტარი