«შეიძლება, ეს იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორიც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს საზიანოა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩვენს ჯართან ერთად შენდებოდა. ყველაფერი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები, სად – მტრები, რა უნდა გაკეთდეს, სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა. მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც პარტნიორების გარეშე. არ გვექნება არცერთი რესურსი, ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, იმისთვის კი არა, რომ რაღაც მოგონილი ფრონტები დავიწყოთ, არამედ ქვეყანა იყოს დაცული. დაცვა არის მზადებაში და მზადება დღეს საფრთხის ქვეშ არის»
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების განუსაზღვრელი ვადით გადადებასთან დაკავშირებით.