სოცქსელი

«ყველამ ზურგი გაქცია მამი,შენმა ძმაკაცებმაც კი. არავის არ უნდა სიმართლის დადგენა და დამნაშავეების დასჯა»

ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდას მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

«მეცხრე თვე იწურება მას შემდეგ,რაც სადისტების მსხვერპლი გახდი მამი.
მთელი ეგრეთწოდებული ხელისუფლება ცდილობს შენი მკვლელების ხელის დაფარებას.იმის მაგიერ რომ პასუხისგებაში აძლევდნენ შენს მკვლელებს და მათი ხელის დამფარებლებს,პირიქით სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ.
ყველამ ზურგი გაქცია მამი,შენმა ძმაკაცებმაც კი.
არავის არ უნდა სიმართლის დადგენა და დამნაშავეების დასჯა.მათი დასჯა კი არა და აქეთ მებრძვიან და ტერორისტობაში დამდეს ბრალი.
მაგრამ ის ვერ გაიგეს,რომ მე მათი არ მეშინია და შენი სულის სიწმინდის გულისთვის თავს შევაკლავ და მაინც არ დავუთმობ არავის მამი. თუნდაც მთელი ქვეყანა წინ გადამიდგეს მამი შენს სიმართლეს მაინც მივაღწევ.

ძალიან მენატრები და მაკლიხარ მამი,სადაც დავდივარ ყველგან შენ გხედავ და მხოლოდ და მხოლოდ შენზე მოგონებებით ვარსებობ.

იმედია დიდხანს არ მომიწევს შენთან შეხვედრის ლოდინი მამი.»-წერს ზაზა სარალიძე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

დეკანოზი ბიძინა ივანიშვილმა გაანთავისუფლა, ეს სააარჩევნოდ აწყობდათ-ნებიერიძე

roma sajaia

«ბედუკაძის დადგმული ბინძური კადრები ოცნების მთავრობის განკარგულებით სკოლებში ასობით ბავშვს აჩვენეს. ვინ უფრო დამნაშავეა უხამსი კადრების გავრცელებაში?»-დოდონა კიზირია

Joni Kvaracxelia

2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები, თორნიკე რიჟვაძისგან ბოდიშის მოხდას და გადადგომას მოითხოვენ

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი