განცხადებებისხვადასხვა

ყაზბეგში 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს (ვიდეო)

«მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ «112»-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა.

ლიეტუველი ტურისტის დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფი.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.»-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«გიორგი კვირიკაშვილი მეგონა გზების თემას შეეწირა»-მეუფე იაკობი

პუტინის თანამოაზრე ვლადიმერ ხომერიკი გორში შეხვედრას მართავს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

შეიწყალოს მარგველაშვილმა ვანო მერაბიშვილი»-მამუკა გამყრელიძე

დატოვე კომენტარი