პოლიტიკა

ყაზახეთის მიერ აშშ-ს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლაზე ცნობამ ლავროვი გააღიზიანა

ყაზახეთს მოუწევს რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმება ქვეყანაში აშშ-ს მოქალაქეებისთვის უვიზოდ შესვლის გადაწყვეტილების მიღებისას — „ინტერფაქსის“ ცნობით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქნეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით ის არ არის საქმის კურსში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

„სიმართლე გითხრათ, მე არ გატყუებთ, რომ ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცოდი. ხვალ მე ვიქნები ასტანაში და დაველაპარაკები ჩემს ყაზახ კოლეგას, ჩემს მეგობარს, კაირატს (ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი — ფაქტები.ჯი) მათ მიერ ამერიკელებთან შეთანხმებაზე, რადგან მსგავსი ქმედებები ევრაზიის კავშირის ფარგლებში სადაც მოქმედებს მასში შემავალ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა, გვაკისრებს ჩვენს შორის შეთანხმების აუცილებლობას“ — განაცხადა ლავროვმა.

ა.წ. იანვარში, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სადაც ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პარტნიორობის გაფართოებაზე, ყაზახეთსა და აშშ-ს შორის. ყაზახეთის პრიზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყაზახეთის მოქალაქეებისთვის შემოიღებდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.

„ყაზახეთმა ამერიკელებს ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის საშუალება მისცა, რაზეც, იმედი გვაქვს აშშ-დან მივიღებთ საპასუხო ნაბიჯებს,“ — განაცხადა ნაზარბაევმა.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

დემოგრაფიული საფრთხე აფხაზეთში

რა ხდება აფაზეთის უმაღლეს საბჭოში?

Joni Kvaracxelia

ერიკ ჰოგი მალე საქართველოს დატოვებს

დატოვე კომენტარი