დონალდ ტრამპზე თავდასხმის ფაქტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
«ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიცოცხლე კინაღამ იმსხვერპლა.
პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა.
პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და სოლიდარობას გამოვთქვამ მისი ოჯახის მიმართ. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ!» – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.