სოცქსელი

“ღმერთო, უბედურო საქართველო! ღვთისმშობლის კი არა, ვისი წილხვედრი აღმოჩნდი”

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილი ამბობს, რომ  ბრექსიტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებიშ შანსია.

“ღმერთო, უბედურო საქართველო! ღვთისმშობლის კი არა, ვისი წილხვედრი აღმოჩნდი, კი ვხედავ ” – წერს ნიკა გვარამია.

Bloomberg-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშივლმა ბრექსიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“საქართველომ უნდა გამოუყენოს ის შანსი, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით ეძლევა და განავითაროს მისი ინტეგრაციისა და შემდგომში ბლოკში გაწევრების პროცესი”

“ჩვენ ამ სიტუაციას ვხედავთ იმ განზრახვით, რომ აქედან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ… ლოგიკურია, რომ ქვეყანას, რომელიც სტაბილურად წინ მიდის და სურს ევროპა, ვერ მოეპყრობი იმ ქვეყანაზე ნაკლებად, რომელიც დროდადრო მას შორდება”.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო გააგრძელებს ბრექსიტის პროცესისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას, “რათა საჭირო დროს შევაღოთ ევროკავშირის კარი”. მისივე განცხადებით, ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს ადვოკატირებას გაუწევს.

“კრიზისის დროსაც კი ევროპა ყოველთვის წინ მიდის… სცენა ცარიელია ჩვენთვის, რათა შევავსოთ იმით, რითაც შეგვიძლია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

სპეციალურად ავიცერი ასტრა-ზენეკათი, გასაგები მიზეზების გამო – რომან გოცირიძე

“ელონ მასკი მარსზე მიფრინავს,ჩვენთან ისევ ცოცხებით დარბიან”

roma sajaia

ანდრიუს კუბილიუსი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი