განცხადებები

ღმერთმა რაღაცნაირად გადმოაგდო გამოსავალი ზუგდიდისთვის და ეს არის ქალი ლიდერი სანდრა რულოვსი-თაკო ჩარკვიანი

პარტიის „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა ზუგდიდში, სანდრა რულოვსის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  რულოვსის მოღვაწეობის პერიოდში უნდა იგრძნოს სამეგრელომ აღმშენებლობა.

მისი განცხადებით  ღმერთმა რაღაცნაირად გადმოაგდო გამოსავალი ზუგდიდისთვის და ეს არის ქალი ლიდერი სანდრა რულოვსი.

«ძალიან დიდი გაჭირვება გამოიარა ამ კუთხემ. რუსეთის უშიშროება ძალიან კარგად და მიზანმიმართულად ახერხებდა ორივე მხარეს ემუშავა. ეს იყო მათი აბსოლუტური დამუშავება. მუშნი ზარანდია ჭაბუა ამირეჯიბმა შემთხვევით კი არ გამოიგონა. საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ უგონო ხალხი და დავინახეთ ეს ყველაფერი. რა დიდი ოპონირებაც არ უნდა გაუწიოთ სააკაშვილს, იმას, რომ მან სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები შექმნა საქართველოში, ოპონირებას ვერავინ ვერ გაუწევს. შესაბამისად, სააკაშვილის ინტერესშია, რომ ზუგდიდი აყვავდეს. ანაკლიას თუ ვინმე ააყვავებს, ეს იქნება რულოვსი. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს ბათუმში. ძალიან მინდა, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე ძალიან ბედნიერი სამეგრელო ვნახო. 30 წელიწადია, ჩვენი ლამაზი ქვეყანა გაუბედურებულია. ამ ორმოში ჩემი ქვეყანა არ უნდა ჩავარდეს. სამეგრელო თავისი ნიჭიერებით შეუძლებელია, ვერ მიხვდეს, რომ ახლა იმ ორმოს გადაფარებული აქვს ხაფანგი და იმ ხაფანგში სამეგრელო არ უნდა ჩავარდეს» განაცხადა  ჩარკვიანმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«არ ენდოთ მათ ქართულ მარშს. სოლიდარობა კაპიტანს, სოლიდარობა გურამ კაშიას!”-მამა თამაზი

ლევან ხაბეიშვილი — „ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი

Joni Kvaracxelia

სანამ ოპოზიციის მთავარი ლიდერი ციხეშია, არჩევნები სამართლიანი ვერ იქნება-უგულავა

roma sajaia

დატოვე კომენტარი