ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა საპრეზიდენტო დმოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
«ადამიანი, რომელიც ამტკიცებს რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო, ქვეყნის მოღალატე და მტერია!
პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ასეთ პოზიციას იზიარებს და ღმერთმა დაიფაროს საქართველო ასეთი პრეზიდენტისგან, ქვეყანას საბოლოოდ დააქცევს!
ეს არის ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის პოზიცია!
არჩევნებზე კი ყველა უნდა მივიდეთ და ასეთ კანდიდატს ხმა არ მივცეთ!!!:-წერს დავით ქაცარავა