«ღირსების ორდენოსანი დესანტი»

0
986

ჩვენი მიზანია გაირკვეს, ვახტანგ ყოლბაიას ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, არის თუ არა მიზანმიმართული და გააზრებული. ამისთვის, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მის ეროვნულ თვითშეგნებასა და იდეოლოგიურ მრწამსს. «ხე ნაყოფით იცნობა», ქვემოთ მოყვანილი ამბავი ნათელს მოჰფენს და გამოაჩენს მის შეუნიღბავ ნატურას.

90-ან წლებში როდესაც ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა და ლენინის სახელმა დაკარგა ადრინდელი პოპულარობა, იმ დროს ვახტანგ ყოლბაია გალის რაიონის, რაიკომის პირველი მდივანი იყო. ვითარებიდან გამომდინარე მთავრობამ ჩათვალა,(მაშინ მთელს რესპუბლიკაში ლენინის ძეგლების დემონტაჟი მიდიოდა.) ლენინის ძეგლთან ერთად, სოფ. ჭუბურხინჯის ლენინის სახელობის II საშუალო სკოლისათვისაც გადაერქვა სახელი. როგორც გაზეთიდან გახდა ცნობილი, ამ სკოლას მთავრობის ინიციატივით ეწოდა ილია ყოლბაიას სახელი, რამაც სოფელში მოულოდნელი სიხარული გამოიწვია, რადგანაც ილია(ილიკო) ნეტოს ძე ყოლბაია იყო ადგილობრივი ინტელიგენტი, ყველასთვის საყვარელი პიროვნება, აფხაზეთის დამსახურებული პედაგოგი 50 წლიანი სტაჟით, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში მრავალი თაობა ჰყავდა აღზრდილი ამავე სკოლაში. ამ დროისთვის ის 2-3 წლის გარდაცვლილი იყო და სკოლისთვის მისი სახელის მინიჭება, სავსებით ლოგიკური, მისი ამაგისა და ღვაწლის სამართლიანი დაფასება იქნებოდა. თუმცა ამ პერიოდში სამართლიან და კარგ ამბავს იშვიათად თუ გაიგონებდით.

ოჯახის წევრებმა და სოფლის წარმომადგენლებმა შესაბამის უწყებას გაუგზავნეს სამადლობელი წერილი და იქვე მოკრძალებით მიუთითეს რომ, გაზეთში შეცდომა იყო გაპარული, ილია ნეტოს ძე ყოლბაიას ნაცვლად, რატომღაც ტიმოთეს ძე ეწერა.

მალევე მოვიდა ცნობა რომ, სკოლას ეწოდა არა ყველასთვის ცნობილი და პატივსაცემი (ქართველი) ილია ნეტოს ძე ყოლბაიას სახელი, არამედ, სოფლისთვის სავსებით უცნობი (აფსუა)ილია ტიმოთეს ძე ყოლბაიას სახელი, რასაც სოფლის მხრიდან კვლავ მოჰყვა საპროტესტო წერილის გაგზავნა, მაგრამ რაიკომის მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ, მოახერხა ამ უკმაყოფილების «მოგვარება». მის სახელზე გაგზავნილ რამდენიმე სამართლიან საპროტესტო წერილს, ოჯახის წევრების დაბარებით და შინაურულად «ასეა საჭიროთი» გაეცა პასუხი.

ახლა კი იმაზე, თუ ვინ არის ეს უცნობი ილია ტიმოთეს ძე ყოლბაია.

ილია ტიმოთეს ძე ყოლბაია გახლავთ, ეგრეთწოდებული მკვლევარისა და მეცნიერის ლეონიდ ყოლბაიას მამა. ლეონიდ ილიას ძე ყოლბაიამ კი 1981 — 1982 წლებში გამოიკვლია რა თავისი გენეალოგია(მისი კვლევიდან ქვემოთ იხილეთ ამონარიდები რუსულად) დაადგინა რომ, ყოლბაიები, ჩრდილო კავკასიიდან, აფსუური წარმომავლობისანი არიან. ასევე მისი კვაზიმეცნიერული კვლევით, კოლხები არა დასავლელი ქართველები, არამედ აფსუები ყოფილან თურმე. (შეუძლებელია ვახტანგ ყოლბაიას მისი გენეალოგიის კვლევა არ სცოდნოდა…) ლეონიდ ყოლბაია(ამ აფხაზთა მეფეების სახელის მატარებელი კაცი) თავის შრომებში საქართველოს იმპერიად მოიხსენიებს და ქართველებს ვერაგობასა და აფხაზების შევიწროებაში სდებს ბრალს.(სავარაუდოდ ეს პოზიცია დაუფასა მოგვარე ვახტანგ ყოლბაიამ.)

როგორც ჩანს, ეს ფსევდომეცნიერი გახლავთ რა, ვახტანგ ყოლბაიას იდეოლოგი და სულიერი მოძღვარი, იმისათვის რომ «გაქართველებულ» ყოლბაიებში «თვითგამორკვევის» პროცესი დაწყებულიყო და მიებაძათ, გააფსუებული «დიდი მეცნიერისთვის», ვახტანგ ყოლბაიამ ჭუბურხინჯში, სადაც ყოლბაიები ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარია, სოფლის სკოლას უწოდა ამ ვაი-მეცნიერის მამის სახელი.(თვითონ ეს ახალგამოცხობილი მეცნიერი ჯერ ცოცხალი იყო და ცოცხალი კაცის სახელის სკოლისთვის მინიჭება ეუხერხულათ თორემ, ნამდვილი მიზანი ეს იყო). ამით მან, ლენინის სახელობის სკოლას და ლენინურ იდეოლოგიას, პირდაპირ ჩაუნაცვლა ლეონიდის მამის სახელი და აფსუობის დაბრუნების «ლეონიდური» იდეოლოგია. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აფხაზებს სკოლისთვის ვახტანგ ყოლბაიას მიერ მინიჭებული სახელი არ შეუცვლიათ.(როდესაც სხვა დანარჩენ სკოლებს მყისიერად შეუცვალეს სახელები) სეპარატისტებისთვის მისაღები გამოდგა, ვახტანგის არჩეული იდეური კურსი.

ვახტანგ ყოლბაიას ზემოაღნიშნული ქმედებებიდან ჩანს მისი ეროვნული კუთვნილება და იდეოლოგიური მრწამსი, მაგრამ ის თავისი მასწავლებელივით არ აჩქარებულა ეროვნების შეცვლაში.(ქართულ ნიღაბს ის დღემდე კარგადაა ამოფარებული.) მან პოლიტიკური «დესანტობით» ქართველების ზურგში მავნებლური მოქმედება გააგრძელა მაგრამ, «არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს.»

ახლა არის დრო, ყველა კითხვაზე პასუხის მოთხოვნის. საქართველოს წინააღმდეგ მისი მიზანმიმართული ქმედებებით, იმედია შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან და სერგეი ბაგაფშივით, ქართველების ზურგში, გარკვეული სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარების შემდეგ, გუდაუთაში გაქცევის საშუალებას არ მისცემენ, რომ მერე ბაგაფშივით მემუარების წერისას იტრაბახოს: «ქართველებს მოჯადოებულ წრეზე ვატარებდი» და ათეულობით წლების განმავლობაში ვაბრიყვებდიო.

ახლა კი თუ რა არის საქართველოს მოჯადოებულ წრეზე ტარება და ფონს გასასვლელი გეზის  აცდენა, ამას ყველაზე კარგად ვახტანგ ყოლბაიას «შემოქმედებაში» დავინახავთ:

ვახტანგ ყოლბაია 1999 წ. წერს წიგნს: «აფხაზეთის ლაბირინთები». წიგნი აზრობრივად ემთხვევა სათაურს, მკითხველი ლაბირინთებში შეჰყავს, ავტორი თხრობას იწყებს 1992 — 1993 წლებიდან, მიზანმიმართულად გვერდს უვლის აფხაზეთის კონფლიქტში უმნიშვნელოვანეს მომენტს, 1989 წელს ღალიძგასთან აფსუათა პირველ შეიარაღებულ თავდასხმას, მშვიდობიან ქართულ მოსახლეობაზე, როდესაც თვითონ მან, გალის რაიონის რაიკომის პირველმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ, KGB-სგან იცოდა რა აფსუა ექსტრემისტთა მოსალოდნელი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ, გალის რაიონის ქართულ მშვიდობიან მოსახლეობაზე, გალელებს უღალატა და სანადირო თოფებიც კი სასწრაფოდ ჩააბარებინა კომისარიატში, იმისათვის რომ პირსისხლიანი ექსტრემისტების პირისპირ(რომლებმაც წინა დღით სოხუმში, რუსთაველის პარკში 11 მშვიდობიანი ქართველი ახალგაზრდა მოკლეს) ხელცარიელი დაეტოვებინა. აი ამ შავ-ბნელ საქმეებს ჩქმალავს ვახტანგ ყოლბაია, ასე გვახვევს ლაბირინთებში, გვიბნევს გზა-კვალს რომ ვერასოდეთ დავბრუნდეთ აფხაზეთში. (ამისთვის ის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით).

მეორე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის ავტორიც ის გახლავთ: «სამხედრო მოქმედებების განუახლებლობის გარანტიები: საფრთხის მოლოდინი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობის კონტექსტში», 2009 წელი. ეს არის კაპიტულანტური პაქტი, სეპარატისტებისთვის უმაღლესი და მათთვის ყველაზე სასურველი გარანტიების, არაფრის სანაცვლოდ ჩუქება, მადლობის გარეშე. რომელ ქართულ-აფხაზურ «ურთიერთობაზე» შეიძლება იყოს აქ საუბარი? (რეალურად, ბრიყვულ-გაიძვერული ურთიერთობის დამადასტურებელია ეს დოკუმენტი.)

მესამე წიგნი: «საერთაშორისო მონაწილეობა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის მოგვარების პროცესში», 2010 წელი. ავტორი ხაზგასმით მიუთითებს, თითქოსდა, ეს იყო ქართულ — აფხაზური და არა რუსეთ — საქართველოს ომი. სათაურიდანვე რუსულ ნარატივს ტირაჟირებს, ტვინების გამორეცხვა განა სხვა რამეს ნიშნავს? განა ბევრია, ასეთი «ამაგდარისთვის» ღირსების ორდენი და სამუდამო უმაღლესი თანამდებობა?

ხოლო, რაც შეეხება შემდეგ წიგნს, ვახტანგ ყოლბაია ბევრად უფრო თამამია და თვითაღიარებული რესპუბლიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი მოთხოვნებით გამოდის. ამ წიგნის სათაურია, «აფხაზეთი: დეიზოლაციისა და არაღიარების კონტექსტში,» 2011 წელი. აქ ვახტანგ ყოლბაია სეპარატისტების დეიზოლაციისთვის იბრძვის, რომ სეპარატისტებს ინვესტორებმა გვერდი არ აუარონ, მაკდონალდსი და სხვა ბრენდები გაუხსნან სოხუმში. (ასევე ცნობილი ფაქტია რომ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ევროპაში ამოგზაურებს ყოფილი აფსუა ბოევიკების და აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახის წევრებს). მე მგონი ვახტანგს თბილისში მიღებული ღირსების ორდენი არ აკმაყოფილებს და სოხუმში ძეგლი დაიმსახუროს.

მოკლედ, ამ კაცის შრომასა და ბრძოლას რომ უკვირდები, გამოლენჩებული ქართველი პოლიტიკოსების ფონზე, თეთრი შურით მშურს აფსუების, ვახტანგ ყოლბაიას სახით XXI საუკუნის უდიდესი აგენტი და დესანტი ჰყავთ საქართველოში გადმოსროლილი. ქართული უშიშროება და დაზვერვა, ოდნავ კომპეტენტური და იოტისოდენა ანალიტიკური უნარის რომ იყოს, მიხვდებოდნენ… («ცოლები რომ გაუთხოვდათ»).

ასევე, მხოლოდ ქართული საზოგადოების სიჩლუნგით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ვახტანგ ყოლბაიამ, ამ უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომელიც ტრაბახობს იმით, რომ 40 წელი განუწყვეტლივ ხელისუფლებაშია სამარადისოდ და «უკუნითი უკუნისამდე». მან არც აცია — არც აცხელა და თავისი ბიოგრაფიიდან ამოშალა კომუნისტური წარსული. თქვენ მის ბიოგრაფიაში ვერსად შეხვდებით ისეთ სიტყვებს, როგორიც «კომუნისტური პარტიაა»; ამხელა რაიკომის პირველი მდივანი კაცი, ისე იყო უმაღლეს თანამდებობებზე რომ, არა თუ კომუნისტი არ ყოფილა, ამ სიტყვისთვის მის ბიოგრაფიაში ადგილიც არ მოიძებნა. ხოლო რაც შეეხება ტერმინს KGB-ს, მისი მნიშვნელობა საერთოდ არ იცის(უცოდველმა კრავმა). აბა თუ ვინმე თხოვს ამ საჯარო მოხელეს თავისი ბიოგრაფიის აშკარა გაყალბებისთვის პასუხს? ეს ისეთივე დანაშაულია, პირადობის მოწმობაში შენი ხელით ჩაახატო სურათი. გასდის კაცს და რატომ არ ჩაახატავს?!  ასევე, მისი როგორც მაღალი რანგის საბჭოთა ჩინოვნიკისთვის, საქართველოს კანონმდებლობით, აფხაზეთის მთავრობის მეთაურად დანიშვნა კონსტიტუციით აკრძალულია, მაგრამ აბა თუ არ შეიძლება საქართველოს კონსტიტუციის იგნორირება? აგერ, 6 წელი (კანონიერად თუ უკანონოდ), აფხაზეთის მთავრობის მეთაური არის თუ არა? ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს კონსტიტუციას და ქართველებს ამაზე მეტი რა უნდა უქნას? სულში ჩაფურთხების ყველა რეკორდი მოხსნა. თვით «დიდი პოლიტიკოსის» მისი «სულიერი მამის», ედიკას რეკორდებიც კი. აქეთ ჩვენ დევნილებს გვამუნათებს, 10-10 კილო ოქრო რომ დაგირიგოთ, 11 კილოგრამს მოითხოვთო. ვინმემ რამეზე მოსთხოვა პასუხი? ხომ გასდის?

ჩემზე შეიძლება ვინმემ თქვას; -ასეთი ამბავი თუ იცოდი, აქამდე სად იყავი შე ოჯახაშენებულოო?! ასეთ ადამიანს უპასუხებდი: -აი ახლა შენც ხომ იცი? დაგაკვირდები რას გააკეთებ.

8 აპრილს, ორშაბათს 16 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციის წინ ჩატარდება აქცია (ყაზბეგის გამზირი N 42), ვახტანგ ყოლბაიას გადადგომის მოთხოვნით. აფხაზეთის საზოგადოების ღირსებაშერჩენილ დევნილთა მოვალეობაა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია. მოგიწოდებთ შემოუერთდეთ ამ აქციას და თავი დავაღწიოთ ვახტანგ ყოლბაიას «ლაბირინთებს», მოვიშოროთ ის ერთხელ და სამუდამოდ. დღეისათვის ამ ვითარებაში რომ ვართ, განა უკეთესი არჩევანი არ გვქონია და არ გვაქვს? როგორც სულკურთხეული ზვიადი იტყოდა: -«აირჩიე ქართველო ერო!…» და დღესაც, წმინდა ილია მართლის გზასა და პოლიტიკურ დესანტობას  შორის არის არჩევანი გასაკეთებელი. გულგრილობა ყველაზე დიდი დანაშაულია, ახლა გამოჩნდება, ვართ თუ არა აფხაზეთში დაბრუნების ღირსი და შეგვრჩა თუ არა ღირსება?!

——————————————————————————————————————-

К истории происхождения фамилии Колбая:

Леонид Колбая

Каждый  уважающий  себя  гражданин  обязан

                знать  доподлинную  историю  происхождения

                своей  фамилии!

Автор  

Ещё  летом 1981 года, стремясь  объективно разобраться  в  происхождении  и   истории  своего  рода, я  специально  выезжал  к  своим  сородичам-однофамильцам  как  в  село  Чубурхинджи  Гальского  района,   где  родился  мой  Отец – Колбая  Илья  Тимофеевич,  так  и  в  село  Абгархук  Гудаутского  района  Абхазии, где имел  многочисленные  встречи  и  беседы.  В  непринуждённой   обстановке,  как  правило,  с  наиболее  старшими  по возрасту  сородичами  села  Чубурхинджи, мне   удалось  узнать, что  их  предки  уже  давно  переселились  на  места  нынешнего  обитания   из  Бзыбской  Абхазии….

Именно  после   махаджирства  1877-78гг,  когда  большая   часть  территории  Абхазии  оказалась  «свободной»   от  абхазов   —  коренных  её  жителей,  она, по сути,  становится   объектом  непрекращающейся  борьбы  между  имперскими силами  Грузии  и России….

Мой   любезный  информатор  сообщил   мне   также   предание   о   том,  что    его   предки  некогда  переселились  из  Северного  Кавказа (Кабарды)  на  места  нынешнего  обитания,  через  Кубань….

Тогда   же   от  Халита  Колгы  я   впервые  узнал,  что  у  генетически  родственных абхазам — кабардинцев есть фамилия  Колбаковы, которые,  по его  же  утверждению, являются  сородичами  Колги (> Колбая). По  возвращении   в  Сухум,   мой  друг  из  Адыгеи — Алик  Абрегов  (работавший  тогда  в  Сухуме  в  Абгосмузее  в  должности  учёного  секретаря!) сообщил  мне,  что  упомянутая   Халитом   фамилия   у  кабардицев  звучит   как  Кульбаевы….

Итогом  моих  дальнейших  усилий  по  исследованию   истории  своей  фамилии  явилось не только  познание  живущего  в  Гальском  районе (бывшая  Самурзакань)  предания  о  переселении  представителей  фамилии  Колбая  (из  рода  Колгы)  из  Бзыбской  Абхазии  в  Самурзакань….

Согласно  этим  сведениям  представители  абхазской   фамилии  Аацинских   Кылба  (по-абх.  Кьылба)  в  Чубурхинджи  носили  фамилию  Килбаiя  (в  груз. q i l b a i a)….

А  уже  в  1907  году   Л.Воронов  автор  статьи   «Абхазия  —   не  Грузия»   отмечал, что  фамилия  Килба (но  не  Кылба —  как  указано  у  А.Н.Введенского)   была  переименована в Колбая (но не в Килбая,- как указано у   А.Н.Введенского)….

исключи тельное  большинство   их  носят  те   же  самые  фамилии,  какие  носят  анхаю,  подвластные  родственникам  владельцев  в  остальной  части   Абхазии,  с  той  только  разницей,  что  живущие  в  Самурзакани  прибавили   к   своим  фамилиям   окончание — iя. Так, Зухба, Кецба  и  Тарба, подвластные  Марганиев  Пицундского  округа, — Зухбаiя,  Кецбаiя  и  Тарбаiя  —  Самурзаканских;   Марганиев,  Ахба — Ачандарских; Анчабадзе, Ахбаiя — Тагилонских, Кылба — Ацинских; Акиртаа, Килбаiя  —  Чубурхинджских  и  т.п.6…

Так  как  в  Абхазии  посёлки  устраивались  фамилиями, то  мы  можем  в настоящее  время  найти  в Самурзакани  целый ряд  посёлков, где  живут почти исключительно только Килба  п е р е и м е н н о в а н н ы е   в  Колбая,  или  Зухба  (Зухбая) — например,  в  Гумуришах,   Вардан   и  другие….

То  есть  получается,  что   фамилия  Килбая  (в  груз.  записи  q i l b a j a  генетически  связана  с  Килба (по-абх. Кьылба) — с  одной  стороны (согласно  сообщений  А.Н.Введенского  и   Л.Воронова)  и   с   Килги  (в  груз. записи  qilgi)  в  абх. q;ilgi) …

Эта  же  фамилия  встречается   среди  16  человек  подписавших   протокол  собрания   с  просьбой   к  Народному  Комиссариату   Советской  Социалистической  Республики  Абхазии  разрешить  700   абхазцам,  находящимся   в  Греции,  «возвратиться  с  семьями  в  родные  аулы  свободной  Абхазии».21…

Всё  вышеупомянутое  даёт  основание  полагать, что  формы  исконно абхазских  по  происхождению  фамилий  Килбая   и  Колбая  также  соотносятся  между  собой  как  и  исконно  абхазские  родовые  имена   Килги  (q;il;i) —  в  груз.  записи   q;ilg;i) и  Колги  (q’olgi)  в  груз. записи  q’olgi. А  это,  в  свою  очередь,  даёт  основание  полагать,  что   абхазское  родовое  имя  Колги (по-абх.q’olgi) исторически  трансформировалось   в   мингрелизированную  форму  фамилии  Колбая  (q’olbaja), с  редукцией  фонемы  g ,  а  Килги, —  соответственно, — в  Килбая,  которые  в  последствии   были  отождествлены  в  единой  форме  фамилии  Колбая  на  самурзаканской  почве!…

Я  хорошо  помню  со  слов  моего  Отца,  и  поэтому  не  могу  здесь  не  отметить,  что  фамилия  Колбая,  якобы,  имеет   генетическую  связь  с  Кылба,  что  соответствует  выше  приведенным  сведениям  А.Н.Введенского   и   Л.Воронова….

Поэтому  загадочный   термин   «к о л х»  (k o l x),  по-видимому,  является  отглагольным   именем,  которое   образовано   от  основы   исконно   абхазского  глагола  a-k;oлх-ра  (а-q;olx-ra),  исторически   ставшего  названием   мастера,  который  профессионально   занимается   как  извлечением  (или  отбором)  каких-нибудь  предметов   из  чего-либо,  так  и  обработкой  этих  предметов (сырья),  придавая  им  новые  потребительские  качества!

Соответственно  и  страна  колхов, где  добывается и  обрабатывается  речное  золото  при  помощи  бараньих  шкур, стала  известна  в  древнем  мире, из  др.-греческих  источников,  как  «Колхида»  (Коlхidа).  Это   название  генетически,  очевидно,  восходит  к  исконно  абх. Kolxitа  с  озвончением  глухой  согласной  t,  абхазского  словообразовательного  суффикса  с  локальным  значением  -ta (в  греч. –;;;),  который,  в  свою очередь, восходит  к  абхазскому  нарицательному  а-тып – «место»

Таким  образом,   самоназвание   представителей   абхазского   рода  Колгьи   (q;olg;i) этимологизируется  из  морфологических норм  абхазского  словообразова ния  как   «мастер (по добыче)  золота,  находящегося   в  русле»  или,  другими словами  «речной  золотопромышленник».

То  есть,  по  сути,  речь  идёт  о  древнейшем  способе  добычи  золота  из  русла  золотоносных  рек  Колхиды  или, другими  словами, о  древнейшей  золотой  гидрометаллургии!

«Республика  Абхазия»,  Сухуми, 

Август  1982 год

ონისე გერგედავა, «ანტისაოკუპაციო მოძრაობის» დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ