განცხადებები

«ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ყველამ უნდა შეიგნოს, რომ არ შეიძლება გეი აღლუმებისა და ლგბტ პრაიდების ჩატარება»

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საქართველოს პარლამენტშიპლენარულ სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ

„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაწესება და მისი სათანადოდ აღნიშვნა, ეს დღე უნდა იქცეს ეროვნულ დღესასწაულად . ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ვმადლობდეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი ქვეყნისა და ერის მფარველობისთვის. რომ არა მისი მფარველობა და დიდი წყალობა დღეს საქართველო არ იარსებებდა. მას შემდეგ რაც, საქართველო გაქრისტიანდა, ქართველ ერს, მიუხედავად მრავალი ბრძოლებისა და ტანჯვისა, არასდროს უღალატია ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის, ამიტომ გადავრჩით და მოვედით დღევანდელ დღემდე.

დღე,ს როცა მიმდინარეობს ბრძოლა მართლმადიდებლობისა და ეკლესიის წინააღმდეგ, მიმდინარეობს მცდელობა ღვთისგან დადგენილი კანონების შეცვლის, უზნეობის, მამათმავლობისა და მსგავსი გარყვნილებების ნორმად წარმოჩენისა და დამკვიდრების, ჩვენ ჩვენი წინაპრების მსგავსად უნდა ვიყოთ ერთგული და მცველნი ჩვენი დიდი საუნჯის, მართლმადიდებლობის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ზნეობა და ღირსება და ოჯახის სიწმინდე, სხვაგვარად ჩვენი გადარჩენა შეუძლებელია, რასაც სამწუხაროდ პოლიტიკოსების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რისი შედეგიც არის ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა. საქართველო ქრისტესთვის და სამშობლოსთვის წამებულთა ქვეყანაა. თითოეული გოჯი ქართული მიწისა მორწყულია მოწამეობრივი სისხლით, ამიტომ ამ წმინდა მიწაზე, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ყველამ უნდა შეიგნოს, რომ არ შეიძლება გეი აღლუმებისა და ლგბტ პრაიდების ჩატარება, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ვინც არ უნდა ლობირებდეს მათ. რაც არ უნდა ბნელები და მარგინალები გვეძახოთ, ქართველი ერი ყოველთვის იდგება ქვეყნის, სარწმუნოების, ზნეობისა და ღირსების სადარაჯოზე“, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

ფაატები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

სააკაშვილს კომფორტულად ვამყოფებთ ციხეში-ირაკლი ღარიბაშვილი

«ბიძინას უნდა დავუდგათ 2 ძეგლი, ერთი რომ მიშა მოგვაშორა და მეორე მისი ქველმოქმედებისთვის»-ლევან ვასაძე (ვიდეო)

«გამარჯვება გარდაუვალია»-ნიკა მელია პარლამენტში მივიდა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი