განცხადება/მიმართვასხვადასხვა

“ღვთისმშობლის თმის ნაწილი ზუგდიდშია”-მეუფე გერასიმე

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმის ნაწილი ზუგდიდშია, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მაკეტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მეუფე გერასიმეს თქმით, თმა ვენეციაში, სან მარკოს ტაძარში ინახებოდა. აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ვიზიტისას იტალიელ მეგობარს ჰკითხა, სმენოდა თუ არა ამ ამბის შესახებ.

“ეს არის პიროვნება, რომელმაც ძალიან ბევრი სიწმინდე შემოწირა ჩვენს ქალაქს უანგაროდ. მან მითხრა, რომ კი, არსებობს ასეთი რამ და გავიდა მის სამუშაო ოთახში, გამოიტანა და გადმომცა მე ეს ნაწილი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმა. ეს თმა დღეს არის ზუგდიდში”, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, დღეს ერთობლივი წირვა ჩაატარეს და სიწმინდე გამოიტანეს, რათა ღვთისმშობლისთვის ეთხოვათ მფარველობა და გაეგოთ, მიდიან თუ არა სწორი ნაბიჯით, აკეთებენ თუ არა იმას, რაც ღმერთის ნებაა და ღვთისმშობლისთვის მისაღები.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტის განხილვა შედგა. ეპარქიის ინიციატივით, მოზაიკა ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა დაიდგას. საზოგადოების ნაწილი არ ინიციატივას არ ემხრობა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუთქვამს.

წყარო:livepress

Loading…

მსგავსი პოსტები

დღეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რამდენიმე ტელეკომპანიის ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხს გამოეხმაურა

ნიკა რურუას 6 დეკემბერს დაკრძალავენ

რატომაც გრიგოლ ვაშაძემ დატოვა ენმ ეს პარტიისთვის მომაკვდინებელია-არჩილ თალაკვაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი