სკანდალი

«ღარიბი» პრემიერის მრავალმილიონიანი ნუშის პლანტაციები

დღეს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში «სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის» ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ სკანდალურ ვიდეო გაავრცელა, სადაც ასახულია გიორგი გახარიას ნუშის პლანტაციები რომელიც გადაჭიმულია 500 ათას კვადრატულ მეტრზე. თუმცა ოფიციალურად ეს ყოველივე ეკუთვნის პრემიერი მინისტრის მამას ზაურ გახარიას. ასევე არსებული მიწებიდამ 20 ჰექტრამდე არის გიორგი გახარიას დედაზე გაფორმებული. როგორც ვიდეოში ჩანს აქ არის გაშენებული ხელოვნური ტბა ასევე გამართული სარწყავი სისტემა. ამავდროულად თითო რიგზე არის 4 წყლის გამანაწილებელი და მთლიან პლანტაციებში გახლავთ ათეულობით რიგი.

აღნიშნულ საქმიანობაში დასაქმებულის თქმით, ზაურ გახარია კვირაში ერთხელ მოდის. მისი თქმით დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასია 700 ლარი. დასაქმებულთა რიცხვი კი 100 ზე მეტია.

ზვიად კუპრავა ასევე აღნიშნავს, რომ საკმაოდ ძვირად გადის საექსპორტო ბაზარზე ქართული ნუში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ფასი მინიმუმ 10 დოლარია.

შეგახსენებთ რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე კვირის წინ თავის დეკლარაციაში მიუთითა, რომ მის ანგარიშზე მხოლოდ 99 ლარი ირიცხება. თუმცა ზემოთხსენებული ფაქტები სხვა რამეზე მიუთითებს.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

როგორ მიიღო რამდენიმე „მხედრიონელმა“ „აფხაზეთის მოქალაქეობა“ — ახალი სკანდალი სოხუმში

Joni Kvaracxelia

სკანდალი!! ივანიშვილმა კახა კალაძეს 8 მილიონი გადაუხადა-პაატა ბურჭულაძე

«წმინდა გიორგი ხატზე დავიფიცებ თუ ვინმეს რამე შევარჩინო»-მირზა სუბელიანი ხელისუფლებას ემუქრება (ვიდეო)

დატოვე კომენტარი