covid-19

ღარიბაშვილის კლასტერი-ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.

«რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR-ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს»-აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, 6 აპრილს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. საქართველოს პრეზიდენტს მასთან კონტაქტი სამი დღის წინ, ფოლკლორისტ ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვის ცერემონიაზე ჰქონდა. თავად სალომე ზურაბიშვილი «ასტრაზენეკას» ვაქცინის პირველი დოზით 18 მარტს აიცრა.

Loading…

მსგავსი პოსტები

მესტია დაიკეტა

კორონავირუსი ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა-ეპიდსიტუაცია საქართველოში

roma sajaia

დატოვე კომენტარი