განცხადებები

«ღამურებზე და ჩინელებზე ღლიცინს და წყევლა-კრულვას მოეშვით, წიგნები აიღეთ და განათლდით. და წესიერი მთავრობები მოიყვანეთ!»-ქართველი, რომელიც ჩინეთში დარჩა

საქართველოს მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის მიუხედავად ჩინეთში დარჩა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

«ყველას მადლობა ვინც შემეხმიანა და მომიკითხა. სტაბილურად ვარ, ვცდილობ პანიკას არ ავყვე და დავრჩე მშვიდი და საღი. კიდევ კარგი ჩინეთში დაბლოკილია სოც ქსელები და ვერ ვხსნი ვიდეოებს, თორემ ალბათ ქართული არხების ყურების შემდეგ კორონათი არა მარა ინფაქტით აუცილებლად მოვკვდებოდი. აი ყველა იმათ გასაგონად ვინც კლავიატურა გაცვითა ჩინეთის გინებაში, ეს რომ საქართველოში მომხდარიყო უკვე ამოვწყდებოდით. თქვენ თავს მიხედეთ და თუ ღამურას არ ჭამთ, არ ნიშნავს რომ რამით მეტნი ხართ.

მე მჯერა ჩინეთის და ვიცი რომ მალე იპოვიან გამოსავალს, ამიტომაც გადავწყვიტე დარჩენა. თბილისში ჩამოსვლაზე არც მიფიქრია. იმის შანსი, რომ დავინფიცირდე არსებობს, პირველ რიგში ჩემს ოჯახს არ ჩავაგდებ ამ ვირუსის ტყვეობაში და შემდეგ არც ჩემს თავს ამ ქვეყნის ხელში სადაც ჯერ კიდევ ვერ სვავენ სწორ დიაგნოზებს. ღამურებზე და ჩინელებზე ღლიცინს და წყევლა-კრულვას მოეშვით, წიგნები აიღეთ და განათლდით. და წესიერი მთავრობები მოიყვანეთ!» — წერს თამთა ხურცილავა.

წყარო:newposts.ge

მსგავსი პოსტები

ბაიდენი: ნატო გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარების მოცულობას, მისცემს მას დამატებით შეიარაღების სისტემებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს

აფხაზეთის ა/რ მთავრობა დევნილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

Joni Kvaracxelia

კახი კალაძის განცხადება ბიზნესზე ზეწოლაზე

დატოვე კომენტარი