მსოფლიოში

ღაზას სექტორში ზავი ძალაში ხუთშაბათს დილიდან შევა

ისრაელი და ჰამასი ადასტურებენ ოთხდღიან ზავს, მაგრამ მძევლების გაცვლის ლოჯისტიკამ შეიძლება შეაფერხოს ეგ პროცესი.

ღაზას სექტორში შვიდი კვირის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან, პირველი ცეცხლის შეწყვეტა ხუთშაბათს დილიდან შევა ძალაში, განაცხადეს ჰამასის და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა. ოთხდღიანი ზავი გამოცხადდა ოთხშაბათს დილით, დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, როდესაც ისრაელის ჯარებმა გააგრძელეს შეტევა ღაზას სექტორზე ხმელეთით, ზღვით და ჰაერით, სანამ შეთანხმება ძალაში შევიდოდა.

შეთანხმების თანახმად, ჰამასი გაათავისუფლებს 7 ოქტომბერს აყვანილი 240-ზე მეტი ისრაელის მძევლიდან მინიმუმ 50-ს. სანაცვლოდ, ისრაელი გაათავისუფლებს სულ მცირე 150 პალესტინელ პატიმარს და დაუშვებს 300-მდე დახმარების მანქანას ღაზას სექტორში ექვს კვირაზე მეტი დაბომბვის, მძიმე ბრძოლების და ბლოკადის შემდეგ.

მსგავსი პოსტები

ნიუ იორკში კომენდანტის საათი ერთი დღით გაახანგრძლივეს

იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა ჩერდება

Joni Kvaracxelia

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი