“ქ-ნო პრეზიდენტშა,
სახელი ისე გაქვთ გატეხილი, ეგ ამბავიც შევამოწმე. აღმოჩნდა, რომ 2017 წლის ამბავს გვასაღებთ გუშინ მომხდარად და, თანაც, იმ 415-დან ტერორიზმისთვის ნასამართლევი სულ 14 იყო:(
მომავლისთვის კი, გირჩევთ, ისეთ ქვეყნებს შეედაროთ, სადაც კანონი ჩვენზე მეტად კანონობს. მაროკოს სასამართლოებისა და კანონის უზენაესობის ვითარების უკეთ გასაცნობად გაახლებთ “ამნესტი ინტერნეიშენალის” მიმოხილვას. პირველივე წინადადებით გაიგებთ, რომ, ყველა ციხე რომ დაცალონ, მაროკოში სამართალს მაინც ვერ აღადგენენ.
რას იტყვის ბატონი ბორისი, რატომ ადარებთ საქართველოს სრულიად ავტორიტარულ და დიქტატორულ მაროკოს?”-წერს ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი.
Loading…
