კრიმინალი

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ზუგდიდსა და ხობში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ 1959 წელს დაბადებულ რ.გ.-სა და 1964 წელს დაბადებულ კ.ქ.-ს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მარნეულში ნასვამებმა მეხანძრე-მაშველებს შეურაცხყოფა მიაყენეს-დაკავებულია 1 პირი

გურამიშვილზე ჩაცხრილულები ძმები არიან- ერთ-ერთს ტყვია შუბლში აქვს — შემზარავი დეტალები

Joni Kvaracxelia

ოკუპირებული გალის რაიონიდან რუსეთის მოქალაქე გაიტაცეს

დატოვე კომენტარი