წყალდიდობამ ჩრდილოეთ ქუინსლენდში (ავსტრალია) ხელისუფლება აიძულა განეხორციელებინა მთელი ქალაქის ევაკუაცია.
ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მაგრამ ბევრი ისევ რჩება ჩიხში. ხელისუფლების თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალდიდობაა, ავსტრალიის ისტორიაში.
ტროპიკული ციკლონის მიერ გამოწვეულმა ექსტრემალურმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია ის, რომ ზოგიერთ რაიონში ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ნალექი მოვიდა.
ვიდეოზე კარგად ჩანს კერნსის აეროპორტში ჩაძირული თვითმფრინავები, ქალაქის შუაგულში მყოფი ნიანგი და ნავებით გაქცეული ხალხი.
დაღუპულთა ან დაკარგულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ინტენსიური ნალექი მოსალოდნელია კიდევ 24 საათის განმავლობაში.