კრიმინალი

ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაძარცვეს

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტელექსპრესიდან“ სეიფი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, ობიექტიდან წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები.
უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ასე შეაღწიეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
„ინტელექსპრესის“ ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ, ობიექტი დატოვეს, რა დროსაც, ქურდებმა წასვლა მოახერხეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ტაქსისტმა, რომელმაც ქალზე იძალადა თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო

Joni Kvaracxelia

გორში მაღაზია გაქურდეს და სასწორი წაიღეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი