სოცქსელი

«ქრისტიანების უმრავლესობა საქართველოში ქრისტიანი კი არა, ქრისტესმოძულე წარმართია, ქრისტეს მტერია!»-ნათანიელ ერიაშვილი

სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

თქვა ქრისტემ: ამით უნდა გიცნან თქვენ ყოველთა კაცთა, რომ სიყვარული და ერთობა იყოს თქვენ შორის. სანამ ამას იტყოდა, ფეხები დაბანა მათ ნიშნად სიმდაბლისა – ძალიან მიყვარდა, ან რაღა მიყვარდა? მიყვარს ახლაც ეს სცენა. რამდენჯერ მინატრია იოანესავით ვყოფილიყავი მაშინ უფალზე გულმიყრდნობილი.

არასოდროს ქრისტიანულ სჯულს ჩემში არ გაუღვივებია სიძულვილი. ყველაფერი კარგი რაც ჩემში იყო, იმას აძლიერებდა პირიქით და ამ ხალხს რანაირად შეუძლია საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ და ამის პარალელურად სიძულვილით, შურით, ზიზღით უყურებდნენ ყველას გარშემო? იძირებიან ბოროტების უფსკრულში და ეს ახარებთ, ამით სულდგმულობენ, არადა ქრისტიანს კეთილი და მოსიყვარულე გული უნდა ჰქონდეს.

საქართველოში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც ამტკიცებენ რომ ქრისტიანები არიან, სინამდვილეში აბსოლუტურად არაფერი აკავშირებთ ქრისტესთან. წარმოუდგენელია იყო ქრისტიანი და არ გქონდეს წაკითხული წმინდა წერილი. წარმოუდგენელია იყო ქრისტიანი და გძულდეს მოყვასი, იგინებოდე, ჭორაობდე, იყო დაბოღმილი, დაპატარავებული, შურიანი, სასტიკი, უღირსი ადამიანი, არ გამოდის ასე! ვერ მოდის შესაბამისობაში სიძულვილი და ქრისტიანობა “შუა უდევს დიდი ზღვარი”.

ქრისტიანების უმრავლესობა საქართველოში ქრისტიანი კი არა, ქრისტესმოძულე წარმართია, ქრისტეს მტერია! სახარება არ აქვთ უბრალოდ გადაშლილი და ვერ ხვდებიან სინამდვილეში, რომ ქრისტე და მისი სწავლება უსამნოდ სძულთ. მღვდელი მღვდელს აღარ ინდობს, ეპისკოპოსი ეპისკოპოსს. ერთმანეთს ქვებს ესვრიან და ცილს სწამებენ, სატელევიზიო გადაცემებში ილანძღებიან. აღარ იციან როგორ შეურაცხყონ, როგორ დაამცირონ ერთმანეთი. ასე საკუთრი ხელებით დაანგრევთ ეკლესიას “ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა…”

ყველა ქრისტიანს ვურჩევ: აიღეთ სახარება, გადაშალეთ, წაიკითხეთ და მიხვდით ერთხელ და სამუდამოდ, რომ არ ხართ ქრისტიანები, ხართ კაცთმოძულე, პატარა ადამიანები, რომლებსაც ქრისტე ებრძოდა.»-წერს ნათანიელ ერიაშვილი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას: „სად არის ღმერთი?“

«ჩაურთეთ კრემლი, რაღა შსს-მ სდიოს ამ დაბოლილებს…პუტინი მიხედავს წამში, ცოტა ბოლი დადგება სამაგიეროდ ერთიანად მოვრჩებით»-იუნა შაფათავა რუსთაველზე მიმდინარე აქციის წინააღმდეგ

«ოპაა ! მაშ მირზამ ზაზა სარალიძემ ნაკაიძისგან ფული აიღოო ?!»-ელისო კილაძე

დატოვე კომენტარი