დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:
“გიყურებ საქართველო და ვბედავ, რომ ჩემი ტკივილნარევი ფიქრი ხმამაღლა განვაცხადო: ქრისტეა, დღეს შვილმოკლული მამა, რომელიც სამართლის ძიებაში მიმოდის შენ შორის და მწარე ღაღადისით თანადგომას გთხოვს…
– საძულველ ადამიანთა შორის დგახარ უფალო და ეს მაბრკოლებს, რომ გითანაგრძნო…
P.S უფლის სიტყვებია: “ყველა ადამიანში მე ვარ” და განსაკუთრებით მაშინ უნდა ვიხსენებდეთ ამას, როცა ადამიანი დაჩაგრულია. ამასთანავე, თანადგომა და თანაგრძნობა არ არის ის, როდესაც გაჭირვებულს შენგან დახმარების მიღების სანაცვლოდ თავის მართლების პოზიციაში დგომა უხდება. არც საძულველი ადამიანები არსებობენ უფლისთვის.”-წერს მეუფე ზენონი

