«რუსთავი 2-ის» გენერალური დირექტრი ნიკა გვარამია, «თი ბი სი» ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს შეეხო და სოციალურ ქსელში წერს:
«ქოცობა უკვე პოლიტიკური ორიენტაციიდან, დიაგნოზში გადაიზარდა.
ქვყნის ერთ-ერთი მთავარი ბიზნესის ახევას დააკვირდით კარგად და მერე მოყევით, სისხლიან ცხრა წელს ბიზნესებს როგორ ატერორებდნენ.
მამუკა ხაზარაძეს კი აქედან ვაფრთხილებ, როგორც გულშემატკივარი (გულწრფელი) — ეს ყველაფერი დასრულდება მისი დაჭერით. ფულის გათეთრების ბრალდებას ვერსად ვერ წაიღებენ, ბოლობოლო, რომც გარიგება მოხდეს, საზოგადოება დასვამს შეკითხვას: როგორ, სანამ ბანკს წაართმევდით, ფულის გამთეთრებელი იყო და ახლა რომ წაართვით, ფულის გათეთრება გაქრა? და ამ შეკითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.
ყველაფერთან ერთად, ფულის გათეთრების ბრალდება და, მით უფრო, ამ ბრალდებით რაიმე იურიდიული შედეგის დადგომა (მაგალითად, გადაყენება/გადადგომა) და ამით გათეთრების ფაქტის დადასტურება, არის ხაზარაძის სამოქალაქო მკვლელობის აქტი (ან თვითმკვლელობის, თუ ის დაყვება ამ მოთხოვნას). ფულის გამთეთრებლის იარლიყი ნებისმიერ ბიზნესმენს აქცევს ხელშეუხებელ პარიად საერთაშორისო თუ შიდა ბიზნესწრეებში. არასდროს, არავინ მასთან საქმეს არ დაიჭერს. ამას გარდა, ფულის გათეთრება კონვენციური დანაშაულია და ნებისმიერი ქვეყნის იურისდიქცია ვრცელდება, მიუხედავად ჩადენის ადგილისა, ადგილსამყოფელი ქვეყანა ვალდებულია ის დევნოს — ვერ დაიმალები, მოკლედ. და ცხადია, ფულის გათეთრებაზე რეაგირება, მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომით ვერ დასრულდბა, არამედ საერთაშორისო იურისდიქციის სისხლის სამართლებრივი დევნით.
მოკლედ, გამიფრთხილებია მე ყველა — გარიგება ივანიშვილთან არ არსებობს. ან მისი მონა ხარ, ან — არა. ვინც ცადა, ყველა ბოლომდე გააფარჩაკა. ვინც არ შევიდა არანაირ ვაჭრობაში (რუსთავი 2) — ყველამ იქეთ გააფარჩაკა. ამასვე ვურჩევ მამუკა ხაზარაძეს: ან ბრძოლა და გამარჯვება, ან ვაჭრობა და ციხის კარები.
ps Koba Gvenetadze ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ შენს ზონდერ-ბანკირობას ვერაფრით. სირცხვილია!»-წერს ნიკა გვარამია